გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე მეათე ადგილს დასჯერდა

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლები ვაჟთა ფიგურულ სრიალში გათამაშდა, სადაც ნიკა ეგაძე გამოდიოდა.

ჩვენებური მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა და მე-10 ადგილზე გავიდა.

ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ორიოდე კვირის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც ოქროს მედალი აიღო. ეგაძეს შეფილდში ნაჩვენები შედეგი რომ გაემეორებინა, ოლიმპიურ თამაშებზე მეექვსე ადგილზე გავიდოდა.

ფიგურულ სრიალში მედლების კიდევ ორი კომპლექტია გასათამაშებელი: სპორტული ცეკვებში მეტელკინა/ბერულავას დუეტი საქმეში ხვალიდან ჩაერთვება და მათგან ისტორიულ მედალს ველით. ამის შანსი კი ნამდვილად არსებობს. ბოლოს კი, ყინულზე ქალები გავლენ, სადაც ანასტასია გუბანოვა ისრიალებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები