გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილი ისევ ბრწყინავს

გააზიარეთ

ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ტური გაიმართა, სადაც გრაცის შტურმმა გასვლაზე რიდს 3:1 მოუგო. შეხვედრის მთავარი გმირი ოთარ კიტეიშვილი აღმოჩნდა, ქართველმა ნახევარმცველმა ორჯერ დაამწუხრა მასპინძელთა კარი.

კიტეიშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გაათანაბრა, ხოლო პირველი ნახევრის მიწურულს, 44-ე წუთზე კვლავ ზუსტად დაარტყა და სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა. საბოლოოდ, ეს გოლი მატჩის საბოლოო ანგარიშიც გახდა – 1:3. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ქართველი ლეგიონერი ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს. ავსტრიის ბუნდესლიგის სამ მატჩში უკვე სამი გოლი აქვს, ასევე ერთხელ გაიტანა თასის გათამაშებაში.

შტურმი მესამე ტურის შემდეგ ექვს ქულას ფლობს და მეხუთე პოზიციას იკავებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები