გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს

გააზიარეთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში გრაცერი შტურმს შეხვდა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში შტურმის ძირითად შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მონაწილეობდა, თუმცა მოედანი 46-ე წუთზე ნაადრევად დატოვა.

კიტეიშვილს მარჯვენა ფეხის კუნთში დაძაბულობა აქვს. მიმდინარეობს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა, რათა დადგინდეს, რამდენ ხანში შეძლებს მოთამაშე სრულ დატვირთვაზე დაბრუნებას.

მოედანზე ყოფნის დროს კიტეიშვილი კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო: მას ბურთთან შეხება 31-ჯერ ჰქონდა, პასების სიზუსტე 90% იყო და ექვსი დუელიდან ხუთი მოიგო. Flashscore-მ მისი თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

კლუბი და ფეხბურთელის სამედიცინო შტაბი ხაზს უსვამენ, რომ ტრავმის სერიოზულობა საბოლოო შედეგების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა იმედი არსებობს, რომ ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ იქნება და სანაკრებო თამაშებში დაგვეხმარება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები