გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ქართველი ჯორჯ ბესტი დაბრუნდა” – გავლენიანი გამოცემა კვარაზე

გააზიარეთ

გამოცემა GOAL-მა ტრადიციულად, ზაფხულში გამოაქვეყნა იმ 25 მოთამაშის სია, რომლებიც მათ შეფასებით, გასული სეზონის მანძილზე მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს დონეზე გამოდიოდნენ და ელიტაში მყარად მოიკვეთეს ადგილი. სიაში საქართველოდან ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელიც გასულ სეზონში მართლაც დაუვიწყარ ფორმაში იყო.

პოპულარული ბრიტანული მედიის შეფასებით, კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ ყველა ეჭვი გაფანტა და გუნდისთვის გადამწყვეტი ფიგურა გახდა:

„პირადად ჩვენ გარკვეული სკეპტიციზმით შევხვდით ხვიჩას ნაპოლიდან პსჟ-ში გადასვლას – პარიზელებს ფლანგზე ისედაც სჰყავდათ შემტევები. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ის ნაბიჯი, რომელიც როგორც გუნდს, ასევე თავად ფეხბურთელს სჭირდებოდა.

საფრანგეთის დედაქალაქში ქართველმა, რომელსაც ხშირად ჯორჯ ბესტს ადარებენ, საოცარი ფორმა დაიბრუნა – ის, რაც ნაპოლის სკუდეტოს დაბრუნებაში დაეხმარა. კვარაცხელიას ფენომენალური სეზონის წყალობით, პსჟ-მ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ხვიჩა უკვე სერიოზულ კანდიდატად განიხილება „ოქროს ბურთისთვის“, – წერს Goal.com.

ხვიჩამ 2024/25 წლების სეზონში მოიგო თითქმის ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო საკლუბო დონეზე – სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები