გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა

გააზიარეთ

შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი პირველი ტურს 17 ოქტომბერს თბილისში, „ავჭალაზე“ უელსური ოსფრიზის წინააღმდეგ ითამაშებს.

52 წლის ფრანგი სპეციალისტისთვის ევროთასები სიახლე არ არის. თუმცა, შავი ლომი 2026 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდს სექტემბერ-ოქტომბერში ხუთ გასახურებელ მატჩშიც უხელმძღვანელა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის რანგში, მას ჩელენჯ თასზე ოფიციალური დებიუტი სწორედ ოსფრიზთან ექნება.

ბრონკანის სადებიუტო მატჩში ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. 2022 წლის შემდეგ, შავ ლომს უბრუნდება მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი და თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს; ბაბუნაშვილს ღერძზე ახალგაზრდა გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება; ცენტრში თამაშს იწყებენ 19 წლის მორაგბეები – დათა ახვლედიანი და ლუკა ტაბატაძე; ფრთებზე გამოცდილი აკა ტაბუცაძე და რომა მახათაძე დადგებიან; ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.

გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული შერკინების ხაზი: პირველ ხაზში დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი გავლენ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი და მაიკლ ქარი შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში 20 წლის ლუკა ნარსიასთან ერთად, თამაშს ლაშა ციხისთავი და ლეავასე პოტუ იწყებენ.

ტრადიციულად, ბრონკანს მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე ყავს: პირველ ხაზში გუნდს ვახტანგ ჯინჭარაძე, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი გააძლიერებენ; მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ; ხოლო მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილი და ოთარ გიორგაძე შევლენ; ხაზში ცვლილებაზე არიან თემურ ძოძუაშვილი და ოთარ მეტრეველი.

პირველი ტური

17 ოქტომბერი

შავი ლომი-ოსფრიზი. თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

შავი ლომის შემადგენლობა

ხაზი: ლუკა ცირეკიძე, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა ტაბატაძე, დათა ახვლედიანი, რომა მახათაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, მაიკლ ქარი, ლუკა ნარსია, ლაშა ციხისთავი, ლეავასე პოტუ;

მარქაფა: ვახტანგ ჯინჭარაძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ლადო ჩაჩანიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ოთარ მეტრეველი.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად რაგბი