გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ორდაბასის მწვრთნელი: გვინდა გულშემატკივრებს დღესასწაული ვაჩუქოთ

გააზიარეთ

17 ივლისს ქუთაისის ტორპედო ყაზახეთში ორდაბასს ესტუმრება და კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი ჯახი ქუთაისში მასპინძლებმა 4:3 მოიგეს.

ხვალინდელი მატჩის წინ ორდაბასის მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ისაუბრა.

ანდრეი მარტინი:

– გუნდი ტონუსში იმყოფება. შინაურ ჩემპიონატში რეგულარულად ვთამაშობთ, ახლა უკვე ევროტურნირების გზას შევუდექით. ფეხბურთელები დატვირთვებს კარგად უძლებენ, ხარისხიანად ვარჯიშობენ. მატჩს ოპტიმიზმით ვხდებით და გვაქვს ერთი მიზანი – გავახაროთ გულშემატკივრები, ქალაქი და ვაჩუქოთ დღესასწაული. შედეგად მიზნები მაღალი გვაქვს.

– ლუკა იმნაძემ ორდაბასის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა და ისიც თანამემამულეების წინააღმდეგ. შესაძლოა, მის გოლს განმეორებით მატჩშიც ველოდოთ?

– საინტერესო კითხვაა და არ ვიცი რა გიპასუხოთ. ველოდები რომ გუნდის შემტევები საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს ლუკა იქნება თუ ვინმე სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გუნდმა გაიტანოს და თამაში მოიგოს. ვინ გაიტანს ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ეს ლუკა იყოს, თუნდაც მისი თანაგუნდელები. მთავარი შედეგია.

– რა კომენტირებას გაუკეთებთ ვიდეოს, სადაც ქუთაისელი გულშემატკივრები პირველ მატჩის წინა ღამეს იმ სასტუმროს წინ ხმაურობდნენ, სადაც ორდაბასი იყო განთავსებული?

– ფეხბურთელებს ჰკითხეთ შეაწუხათ თუ არა ხმაურმა. პირადად მე არ შევწუხებულვარ. კი, იყო ასეთი მომენტი, რომელმაც 10-15 წუთი გასტანა, რის შემდეგ წავიდნენ. არ ვფიქრობ, რომ ამ ფაქტმა ჩემს ფფეხბურთელებზე იმოქმედა, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და კონცენტრირება შეუძლიათ. ვინც არ უნდა შეგვიშალოს ხელი, უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები