გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თანხა გაოთხმაგდება – ორდაბასის დაპირება ტორპედოსთან მატჩამდე

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ორდობასს ხვდება. პირველ შეხვედრაში ქუთაისელებმა მეტოქე ძალიან დრამატულ და უხვგოლიან მატჩში 4-3 დაამარცხეს, ყველაფერი კი განმეორებით თამაშში გადაწყდება.

როგორც ყაზახური მედია იტყობინება, ორდაბასის ხელმძვანელობას ქართული გუნდის ბარიერის დაძლევა ძალიან სურს და ამისთვის ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

კერძოდ, თუ აქამდე ორდაბასის ფეხბურთელები შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის პრემიის სახით 1,000 დოლარს მიიღებდნენ, ახლა პირობები გაუმჯობესდა – 4,000 დოლარი ტორპედოს დამარცხებისთვის.

როგორც ირკვევა, ორდაბასის ხელმძღვანელობისთვის ევროტურნირებზე წარმატება ძალიან პრიორიტეტულია, ხოლო  გასამარჯელოს ამგვარი ზრდაც ამას მოწმობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები