გამოგვიწერეთ

რაგბი

ორი განსხვავებული ტაიმი რუსთავში

გააზიარეთ

ქუთაისის არესმა პირველ ტაიმში მოპოვებული 24-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და რუსთავში ხარები 34:28 დაამარცხა.

მასპინძლებმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. 0:24-ის შემდეგ მათ მეორე ტაიმის 25 წუთში სამი გარდასახული ლელოთი სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს და თამაშში დაბრუნდნენ, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყოთ და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდნენ.

შედეგად, crocobet დიდი 10-ის ოთხი ტურის შემდეგ არესს ოთხი მოგება აქვს, 17 ქულა გაუხდა და მეორე ადგილზე დაბრუნდა; ხარებს კი, 10 ქულა მოუგროვდა და მეხუთე ადგილზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე არესის ფულბეკი ცოტნე კვესელავა გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი