გამოგვიწერეთ

რაგბი

გორმა ისტორიული გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვა

გააზიარეთ

გორმა სტეფანწმინდის ყაზბეგს 24:17 სძლია და crocobet დიდი 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

გორი დიდ 10-ში გასული სეზონის შედეგების მიხედვით აღზევდა და უძლიერესთა შორის პირველი გამარჯვება მეოთხე ტურში მოიპოვა. ქართველებმა „ჭალის სტადიონზე“ ასევე მოგების გარეშე მყოფი ყაზბეგის წინააღმდეგობა დასკვნით 10 წუთში გატეხა, როდესაც ორი გარდასახული ლელო გაიტანა.

პირველი ტაიმი გორელებმა ტაიმი 7:3 მოიგეს, რასაც მეორეში ჯარიმა მიუმატეს და უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდეს. თუმცა, ყაზბეგმა ორი წუთის ინტერვალში ორი ლელო გაიტანა და შვიდი ქულით უკვე თავად გალიდერდა.

გორმა 69-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ჯარიმის გატანაც შეეძლო, მაგრამ ოვალი კარს ასცდა. თუმცა, გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა კიდევ ერთი შანსი მიიღეს, აპიმელეკი ნამბოლენგამ გამარჯვების ლელო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

გორი ხუთი ქულით მერვე ადგილზე გადავიდა, ყაზბეგი კი, ერთი ქულით ბოლოა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი