გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პარიზული დერბი ქართველების მონაწილეობით – დავითაშვილს დედაქალაქური გუნდი ეპატიჟება

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე სეზონის მიუხედავად, “სენტ ეტიენმა” ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო, ქართველს კი ლიგა 2-ში თამაში არ სურს და დიდი ალბათობით ახალ კლუბს მოძებნის.

ფრანგული პრესა იტყობინება, რომ დავითაშვილის გადაბირება რამდენიმე ფრანგულ გუნდს, მათ შორის, “სტრასბურგსა” და “ბრესტს” სურთ, თუმცა ცოტა ხნის წინ ასპარეზზე ახალი გუნდიც გამოჩნდა.

როგორც ირკვევა, ზურიკოს ყიდვით ლიგა 1-ში ახალი აღზევებული პარიზიც დაინტერესდა – ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, გულშემატკივრები პარიზულ დერბის ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მონაწილეობით იხილავენ.

ჯერჯერობით, ქართველის გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 10 მილიონი ევროა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები