გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პარი სენ ჟერმენი ამერიკაში ჩავიდა

გააზიარეთ

15 ივნისს, გამთენიისას, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იწყება, სადაც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენიც მიიღებს. ფრანგული კლუბი აშშ-ში უკვე ჩავიდა. ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ გუნდთან ერთად არის ქართველი ფეხბურთელიც.

პარი სენ-ჟერმენის სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი;

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო, ნოამ კამარა;

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, გაბრიელ მოსკარდო;

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ ინი, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე;

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბრაზილიურ ბოტაფოგოსა და სამხრეთ კორეულ სიეტლ სანდერსთან ერთად ითამაშებს. მერვედფინალში ორი გუნდი გადის.

პსჟ პირველ მატჩს 15 ივნისს ატლეტიკოსთან ითამაშებს…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები