გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ჩვენ მას ჯერ კიდევ მესამე ლიგაში ვაკვირდებოდით” – სვანაძე ბედოშვილზე

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პოლონეთთან თამაშის წინ ვახო ბედოშვილზე ისაუბრა – ფეხბურთელზე, რომელიც მესამე ლიგელი “ორბის” საკუთრებაა და “გარეჯში” იჯარით გადაბარგდა.

დღეს ბედოშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია და დიდ სცენაზე გამოსასვლელად ემზადება.

ფეხბურთელისა და მწვრთნელის ურთიერთობა აქ არ დაწყებულა – სვანაძემ მანამდეც იცოდა მისი შესაძლებლობების შესახებ.

“დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ მესამე ლიგაში ყოფნისას ამის წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, მესამე ლიგაში ხომ ცოტა ხნის წინ იყო. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ბედოშვილის გამოძახებაც ამის დასტურია, ამის ნათელი მაგალითია,” – აღნიშნა სვანაძემ.

ბედოშვილის, როგორც მოთამაშის, შრომისმოყვარეობა და ძლიერი ხასიათი განსაკუთრებულად გამოჰყო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა:

“მის პიროვნულ თვისებებსა და საფეხბურთო უნარებზე ინფორმაცია გვქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მესამე ლიგაში თამაშობდა. მისთვის ფეხბურთი პრიორიტეტია. მუდმივად შრომობს და პროგრესზეა ორიენტირებული”, – დასძინა სვანაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელის ინტეგრაცია ნაკრებში წარმატებით მიმდინარეობს და ის გუნდის სრულუფლებიანი წევრია:

“ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მისი ნაკრებში ინტეგრირება მნიშვნელოვანია, რადგან ბიჭების დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდის, ეს ფეხბურთელები ასაკობრივ ნაკრებებში ერთად თამაშობდნენ და ვახო გუნდის სრულფასოვან წევრად მივიღეთ.

ვახოსთვის ევროპის ჩემპიონატი დიდი მოვლენაა. სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება”.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის A ჯგუფში პირველ შეხვედრას დღეს, 12 ივნისს ჩაატარებს. ჟილინაში პოლონეთის წინააღმდეგ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ასევე დაუპირისპირდება საფრანგეთს (14 ივნისს) და პორტუგალიას (17 ივნისს).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები