გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პრობლემები მარსელთან მატჩამდე – ენრიკე ცვლილებებს გეგმავს

გააზიარეთ

პსჟ-მ ახალი სეზონიც საკმაოდ კარგად დაიწყო, რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ატალანტას წინააღმდეგ პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ლიგა 1-ს მორიგ ტურში პარიზელებს მარსელის სახით პრინციპული მეტოქე ჰყავთ, მატჩი კი გუნდში არსებული ტრავმების ფონზე მარტივი არ იქნება.

პსჟ-ს ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს – უსმან დემბელე, დეზირე დუე და ჟოაო ნევეში, რასაც მცირე დაზიანებით კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. საქმე ისაა, რომ ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა ბრედლი ბარკოლამ, ხოლო ესპანელი სპეციალისტი ფრანგი ფეხბურთელის ჯანმრთელობას არ გარისკავს.

ფრანგული პრესა იტყობინება, რომ ჟოაო ნევეშის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ზაირ-ემერის ვიხილავთ, ხოლო ბრედლი ბარკოლას გონსალო რამოში შეცვლის.

მატჩი „ველოდრომზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები