გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას ოქროს ბურთი? – იტალიელი ჟურნალისტის პასუხი

გააზიარეთ

წლევანდელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება განსაკუთრებით კონკურენტული იქნება. ჯილდოს გამარჯვებული ფეხბურთელი პირველად ჩაიბარებს ამ პრესტიჟულ ტიტულს.

ფავორიტებს შორის ლამინე იამალი, უსმან დემბელე და რაფინია სახელდებიან, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიაც სერიოზული კანდიდატია.

იტალიური გამოცემა „Ultra Napolis“-ის რედაქტორი ჯენარო მონტუორი აცხადებს:

„ხვიჩამ სეზონი გამორჩეულად დაიწყო ნაპოლიში და შემდეგ წარმატებით გააგრძელა პსჟ-შიც. ჩემი აზრით, მას ნამდვილად ეკუთვნის ოქროს ბურთი – ორი ქვეყნის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა.

მართალია, სერია ა-ში ოქროს მედალი არ აუღია, თუმცა სანამ პსჟ-ში გადავიდოდა, ნაპოლისთვის გადამწყვეტი გოლები და საგოლე გადაცემები შეასრულა და სქუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თუ ოდესმე იტალიაში დაბრუნდება, ნეაპოლელებისთვის მადლობის თქმა არ უნდა დაავიწყდეს,“ – განაცხადა მონტუორიმ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები