გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

უმცროსი კვარაცხელია გამორჩეული წარმატებით

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე კვარაცხელია, უკვე ახლა იპყრობს გულშემატკივართა ყურადღებას და დიდი მოლოდინებიც იბადება მისი კარიერის მიმართ. ახალგაზრდა ტალანტმა საქართველოს 15-წლამდე ნაკრებთან ერთად სომხეთში გამართულ “უეფას განვითარების თასზე” ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დაიმსახურა.

გარდა ამ პრესტიჟული ინდივიდუალური აღიარებისა, თორნიკე კვარაცხელია გახდა ტურნირის ბომბარდირი, მან 4 გოლი გაიტანა. მისი კარგი თამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს ნაკრების წარმატებაში: ჩვენმა გუნდმა ერთბაშად დაამარცხა უზბეკეთი და ლატვია და ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა “უეფას განვითარების თასი” პირველად 2022 წელს მოიგო, ხოლო წლევანდელი ტრიუმფით კიდევ ერთხელ დაამტკიცა პროგრესი და პოტენციალი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი