გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რატომ უნდა მოიგოს ხვიჩამ ოქროს ბურთი – იტალიელი ჟურნალისტის სტატია

გააზიარეთ

წელს ოქროს ბურთზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა ერთი რამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია – წელს ოქროს ბურთს ისეთი ფეხბურთელი დაეუფლება, რომელსაც ეს ჯილდო აქამდე არ მოუგია.

ამ ეტაპზე ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარ პრეტენდეტებად ლამინე იამალი, უსმან დემბელე და რაფინია მიიჩნევიან, თუმცა ვხვდებით სხვა ფეხბურთელებსაც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას.

იტალიური გამოცემა “ულტრა ნაპოლის” რედაქტორი ჯენარო მონტუორი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთს სწორედ ქართველი იმსახურებს:

“ხვიჩამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო ნაპოლიში და შემდეგ ასევე კარგად გააგრძელა პსჟ-შიც. მიმაჩნია, რომ ის ოქროს ბურთს იმსახურებს – 2 ქვეყნის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული.

მართალია, მან სერია ა-ს ოქროს მედალი ვერ მიიღო, თუმცა პსჟ-ში გადასვლამდე უმნიშვნელოვანესი გოლები და საგოლე პასები გააკეთა, რითიც ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. თუ მას იტალიაში ჩამოსვლა მოუწევს, ნეაპოლელებისთვის მადლობის გადახდა არ უნდა დაავიწყდეს”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები