გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რევაზ ინჯგია ოფიციალურად ნიქოზიის ოლიმპიაკოსის ფეხბურთელი გახდა

გააზიარეთ

24 წლის მარცხენა ფლანგის შემტევმა, რევაზ ინჯგიამ კარიერა კვიპროსში გააგრძელა. ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გააფორმა.

ინჯგიას გულშემატკივრები კარგად იცნობენ საქართველოს უმაღლესი ლიგიდან — ის სხვადასხვა დროს იცავდა თელავის, სამტრედიისა და ბათუმის დინამოს ღირსებას. მას ასევე უთამაშია სერბეთის ჩემპიონატში რადნიჩკის რიგებში, ხოლო კვიპროსზე აპოლონის და დოქსას მაისურით ასპარეზობდა. სწორედ აპოლონთან ერთად გახდა ის ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.

ახალწვეული ასევე გამორჩეულია სანაკრებო გამოცდილებით — რევაზ ინჯგია საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას იცავდა.

ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” კვიპროსის ერთ-ერთი ტრადიციული კლუბია, რომელიც კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლახანს აღზევდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები