გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

რევანშის დროა – პარიზში მურსიისთვის

გააზიარეთ

წლის რიგით მეორე დიდი სლემი გათამაშება სტარტს 25 მაისს აიღებს. საუბარია ძირითადი ბადის დაპირისპირებებზე, თორემ ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ მანამდე როლან გაროსის კორტებზე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარეობდა. სწორედ ამ გზით გააღწია მთავარ ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელსაც სამი მეტოქის დამარცხება მოუხდა.

პორტუგალიელი ჰენრი როჩას სახელი სამეფო სპორტის გულშემატკივრებს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა 21 წლის ჩოგბურთელს ჩვენებური ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს. მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის გზები შარშან მურსიის ჩელენჯერზე გადაიკვეთა და მაშინ პორტუგალიელმა ქართველს აჯობა.

ერთი წლის შემდეგ, ბასილაშვილს შესანიშნავი შანსი აქვს პორტუგალიელს, რომელიც რეიტინგის 201-ე ნომერია რევანში აუღოს. საფრანგეთის ღია პირველობის საწყის ეტაპზე მისი მეტოქე სწორედ ჰენრი როჩა იქნება, რომელიც ძირითად ბადეში ასევე საკვალიფიკაციო ტურნირის გავლით მოხვდა.

პორტუგალიელი მეჩოგნის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგ ალექსანდერ მიულერსა და ჩეხ იაკუბ მენსიკს შორის გამარჯვებული იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი