გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

რთული მეტოქე და თანაბარი ბალანსი

გააზიარეთ

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უიმბლდონის ძირითადი ბადის წილისყრაში ნიკოლოზ ბასილაშვილს დიდად არ გაუმართლა და სტარტზევე დაპირისპირება ურთულეს მეტოქესთან მოუწევს.

პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში ამჟამად ასეულს მიღმაა და მთავარ ბადეში მოსახვედრადაც გრძელი გზის გავლა მოუხდა, თუმცა ოდნავ გამართლების შემთხვევაში შეიძლებოდა პირველივე წრეში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს არ დაჯახებოდა.

მოკლედ, ნიკოლოზის მოწინააღმდეგე უიმბლდონის 1/64 ფინალში ლორენცო მუზეტი იქნება. იტალიელს საჩოგბურთო სამყაროში წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ახლახანს დასრულებულ როლან გაროსზე მან სულაც ნახევარფინალს უწია და ცხადია ბალახის მეიჯორზეც შორს მიმავალი გეგმები ექნება.

ისე კი, ქართველ და იტალიელ ჩოგბურთელს შორის ურთიერთშეხვედრების ბალანსში სრული პარიტეტია. ბასილაშვილი და მუზეტი ერთმანეთს კორტზე ორჯერ გადაეყარნენ და ორივეჯერ 2022 წელს. პარიზის მასტერსზე იტალიელმა იმარჯვა, ხოლო შტუდგარტის პრესტიჟულ ტურნირზე რევანში ჩვენებურმა აიღო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ლორენცო მუზეტის მატჩი 30 ივნისს არის ჩანიშნული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი