გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

როგორ მოხვდა ბრაზილიელი შემტევი გონიოში?

გააზიარეთ

26 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ბელოტიმ კარიერა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ გონიოში გააგრძელა.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 1+1 ფორმატით გააფორმა კონტრაქტი. ბელოტი ბოლოს ბრაზილიის სერია B-ში ამაზონს წარმოადგენდა. მის კარიერაში შედის ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გამოცდილება, პორტუგალიური ბოავიშტას აკადემია და იტალიური ფიორენტინას 19 წლამდე გუნდი.

TRANSFERMARKT-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 100 ათასი ევროა.

ბრაზილიელი შეტევის ორივე ფლანგზე თამაშობს და გონიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

როგორ განხორციელდა ტრანსფერი? ამის შესახებ გონიოს პრეზიდენტი, დავით დოლიძე გვესაუბრა:

„ნიკოლოზ პატარქალიშვილმა დამირეკა, რევაზ ჩელებძესთან ჰქონდა საუბარი, ნომერი გამოართვა ჩემი და ასე აეწყო ჩვენი საუბარი. ამიხსნა რომ ფეხბურთელები ჩამოჰყავდა არგენტინიდან, ურუგვაიდან, ბრაზილიიდან. მეც ვუთხარი, რომ ვის შემომთავაზებდა, გამომიგზავნა რამდენიმე ვარიანტი, ზოგი მარცხენა, მარჯვენა მცველი, იყო ასევე ფორვარდი და საბოლოოდ ვინგერზე შევჯერდით, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ფეხბურთელი. ერთი თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები, დეტალებს გავდიოდით, მაგალითად მე არ მინდოდა მოკლევადიანი კონტრაქტი. საბოლოო ჯამში შევჯერდით და კი ჩამოვიყვანეთ. ხელი მოვაწერეთ, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გვეიმედება ძალიან, კარგი ფეხბურთელია და კარგი პიროვნებაა, უკვე ორჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად. ვფიქრობ, დიდი ძალა იქნება გუნდისთვის და ბევრ გოლსაც გაიტანს,“ – გვითხრა გონიოს პრეზიდენტმა დავით დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ პატარქალიშვილი სამხრეთ ამერიკიდან ფეხბურთელებს ქართველ კლუბებს სთავაზობს. მისი შუამავლობითა და დავით დოლიძის აქტიური ჩართულობით განხორციელდა ვინისიუს ბელოტის ტრანსფერიც გონიოში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები