გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“რუსეთში ვარ, საქართველოსთან არაფერი მაკავშირებს”, – ვინ არის 20 წლის მიხეილ წულაია

გააზიარეთ

მიხეილ წულაია წარმოშობით ქართველი რუსი მეკარეა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და უზბეკეთის წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

მედიასთან საუბრისას წულაიამ განაცხადა, რომ მას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ქართული პასპორტის მიღებას არ განიხილავს:

“ქართული პასპორტი მამაჩემს აქვს. მე ამჟამად რუსეთში ვარ, ხოლო საქართველოსთან არაფერი არ მაკავშირებს. შესაბამისად, ქართული პასპორტის მიღებას ჯერ არ განვიხილავ და ეს საკითხი არცაა დასმული.

საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, მამაჩემის ნათესავები იქ ცხოვრობენ. მეკარეების პოზიციაზე მათ დიდი კონკურენცია აქვთ, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ხუთ საუკეთესო მეკარეში შედის. საქართველოში ფეხბურთის განვითარება პიკშია”, – განაცხადა წულაიამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები