გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

რუსთავმა ტორპედოს გაასწრო და ლიდერს მიუახლოვდა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

სამგურალი-ტორპედო 2:1

1:0 სებოლინია (31); 2:0 შათირიშვილი (52); 2:1 ანდრიჩი (78)

წყალტუბოელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს და მეექვსე ადგილზე არიან, ტორპედო კი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, მესამეზეა და  ლიდერ იბერიას ხუთი ქულით ჩამორჩება.

კვლავ მშვენივრად ითამაშა სამგურალის ბრაზილიელმა შემტევმა კლაუდიო სებოლინიამ, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ქუსლით დაამატა და ორიგინალური გოლი გაიტანა; მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამგურალის მეორე ბრაზილიელმა ითამაშა კარგად, ვინისიუსი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, პასი გააკეთა და იქ დასწრებაზე კარგი იყო მათე შათირიშვილი; ტორპედომ სხვაობა კომნენ ანდრიჩის გოლით შეამცირა – სერბმა თავურით შეაგდო.

საბოლოოდ, 2:1…

რუსთავი-მეშახტე 1:0

1:0 გუჯაბიძე (73პ)

რუსთაველებმა კვლავ გაიმარჯვეს და მეორე პოზიციაზე არიან. გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პენალტით გავიდა. ჟან სოუზამ საჯარიმოში კარგი ქუსლური პასი გააკეთა, ბურთი იუტა ნაკანომ მიიღო, რომელიც წააქციეს. ამას მოჰყვა პენალტი და რუსთაველთა კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ ზუსტად დაარტყა – 1:0.

მეშახტემ კი. ზედიზედ მერვე მატჩი წააგო.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 17 9 4 4 24-15 31

2.რუსთავი 17 8 5 4 20-14 29

3.ტორპედო 17 7 5 5 28-16 26

4.დინამო (თბ) 16 6 7 3 23-15 25

5.დინამო (ბთ) 17 6 6 5 24-26 24

6.სამგურალი 17 7 3 7 22-27 24

7.სპაერი 17 5 6 6 24-22 21

8.დილა 17 6 2 9 15-18 20

9.გაგრა 16 4 5 7 15-22 17

10.მეშახტე 17 1 7 9 11-31 10

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი