
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. ჯამში ცამეტი გოლი გავიდა და, ჯერჯერობით, ცხრილის თავში ორი გუნდია. თუმცა, ტური არ დასრულებულა და შესაძლოა, შეიცვალოს, ან სულაც სამი გვყავდეს…
მეშახტე-იბერია 1:2
წყალტუბო. 26 მაისი
0:1 ჩანჩარი (18); 0:2 სიხარულაშვილი (22); 1:2 ფაცაცია (33)
ერთ-ერთმა ლიდერმა ბრძოლაში მოუგო აუტსაიდერს. სამივე გოლი პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში გავიდა.
ჯერ მცველმა, ფილიპ ჩანჩარმა დააწინაურა იბერია – ხორვატმა ახლოდან მაღალ კუთხეში დაარტყა; მალევე, ნიკა სიხარულაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა: ამირან ძაგანიამ ბოლომდე იბრძოლა, მერე მეტოქის ფეხბურთელთა შეუთანხმებელი თამაში და სიხარულაშვილმაც ისარგებლა; ამას მოჰყვა მეშახტეს გოლი: მათე კვირკვიას პასი და ცოტნე ფაცაციას დარტყმა – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და, საბოლოოდ, დედაქალაქელებმა იმარჯვეს.
სპაერი-ტორპედო 3:3
თბილისი. მიხეილ მესხი 2
1:0 კოხრეიძე (6); 1:1, 1:2 ანდრიჩი (38, 45); 2:2 გოლუბიანი (81); 2:3 არაბიძე (90პ); 3:3 ცირდავა (90)
ექვსგოლიანი მატჩი, თან ლამაზი გოლებით.
სპაერი სწრაფი გოლით დაწინაურდა: კარგი კომბინაცია და ძელიდან ასხლეტილ ბურთს ლაშა კოხრეიძემ დამატა.
პირველი ტაიმის ბოლო შვიდ წუთში ტორპედომ ორჯერ გაიტანა: კომნენ ანდრიჩმა ჯერ ვირჯილ პინსონის ჩაწოდებულ შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა; მერე კი გიორგი არაბიძის პასით ანგარიში 1:2 გახადა.
81-ე წუთამდე ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, მერე კი დაიწყო…
სპაერის ნახევარმცველმა ზურაბ გოლუბიანმა შორიდან ძლიერად დაარტყა და მშვენიერი გოლი გამოვიდა – 2:2; მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტორპედო წინ გავიდა: გიორგი არაბიძემ თავისივე მოპოვებული პენალტი შეაგდო; და აი, უკვე მე-100 წუთზე სპაერმა გაათანაბრა: გოჩა ცირდავამ რბილად ჩააწოდა, იქ გიორგი ბუნტურმა ტორპედოელთა მეკარე ოთო გოშაძე დააბნია, ბურთს ვერცერთი შეეხო და ასე გავიდა კარში – 3:3.
რუსთავი-დილა 3:1
თბილისი. პეტრო არენა
1:0 კენიო (21); 2:0 ალმეიდა (40); 2:1 ფარულავა (60); 3:1 ფაცაცია (70)
პირველ ტაიმში განელთა საგოლე პასები და ბრაზილიური გოლები ვნახეთ…
პრინს ოსეი საუკეთესო იყო: მისი პასით ჯერ ჯექსონ კენიომ გაიტანა, მერე კი ოსეის მშვენიერ დრიბლინგსა და პასს ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლი მოჰყვა; 61-ე წუთზე დილას შემტევმა ოთარ ფარულავამ სხვაობა შეამცირა – ბურთს ჩაუსაფრდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა; რუსთავმა მალე აღადგინა ორბურთიანი სხვაობა: კენიომ კუთხურიდან ჩააწოდა და ვაჟა ფაცაციამ ბურთი ერთი შეხებით კარში გაგადაგზავნა – 3:1.
11 ოქტომბერს სამგურალი გაგრას უმასპინძლებს, ხოლო ბათუმის დინამოს თბილისურ დინამოს დაუხვდება. თუ დინამოები ფრეს ითამაშებენ, ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა იქნება.
სატურნირო ცხრილი:
1.რუსთავი 28 14 7 7 35-24 49
2.იბერია 28 15 4 9 40-31 49
3.დინამო (თბ) 27 13 9 5 45-30 48
4.დინამო (ბთ) 27 13 8 6 46-36 47
5.დილა 28 12 4 12 39-33 40
6.ტორპედო 28 9 10 9 46-37 37
7.სამგურალი 27 9 5 13 38-52 32
8.გაგრა 27 6 11 10 25-37 29
9.სპაერი 28 5 11 12 37-46 26
10.მეშახტე 28 2 11 15 21-46 17
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 1 საათის agoეროვნული ლიგა: ორი ლიდერი და მესამეს შანსი
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. ჯამში ცამეტი გოლი გავიდა...
ავტორი admin_etablo -
კალათბურთი
/ 2 საათის agoჰოვარდისა და ახალციხის დებიუტები სუპერლიგაში
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის მეორე ტურში დუაიტ ჰოვარდის დებიუტი შედგა, ტურის ორი მატჩი კი, ერთნაირი ანგარიშით...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 3 საათის agoუგოლო სერია შეწყდა – კვარამ ლე მანს გაუტანა
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელიას 12 აგვისტოს შემდეგ გოლი არ გაეტანა და ეს მშრალი სერია ლიგა 1-ის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი