გამოგვიწერეთ

ნაკრები

საერთოდ სხვა რამეს ვაპირებდი – ბორჯღალოსნების დაპირისპირებები ირლანდიასთან

გააზიარეთ

5 ივლისს, მიხეილ  მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ მატჩში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო სამეულში შემავალი ქვეყანა ეწვევა.

სამყურებს ისტორიაში ხუთჯერ ვართ შენახვედრი.  პირველი შეხვედრა  1998 წლის 14 ნოემბერს დუბლინში შედგა და ირლანდიელთა გამარჯვებით 70:0 დასრულდა. შემდეგი იყო 2002 წლის 28 სექტემბერს,ისევ დუბლინში, ამჯერად მრისხანე მეტოქესთან ორი ლელოს დადება მოვახერხეთ. ლელოებით თავი ბესიკ ხამაშურიძემ (ანტილოპა)  და ვასილ კაცაძემ გამოიჩინეს. შეხვედრა ირლანდიელთა გამარჯვებით  63:14 დასრულდა.  შემდეგი და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2007 წლის 15 სექტემბერს, ბორდოში,  მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა. ის მატჩი 10:14 წავაგეთ, მაგრამ გიორგი შკინინის ლელო ქართული რაგბისთვის ახალი ერის საწყისად ითვლება.

“მომდევნო  შეხვედრა ნამიბიის წინააღმდეგ გვქონდა და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ირლანდიასთან გადახილისებული შემადგენლობით გავსულიყავით. იმ მომენტში საერთოდ სხვა რამ მქონდა ჩაფიქრებილი, ო’დრისკოლოზე ბოჭვის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა”- გიორგი შკინინი

შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 16 ნოემბერს გაიმართა დუბლინის ლეგენდარულ ავივა სთედიუმზე და 7:49 დავმარცხდით. იმ მატჩში ლელო გიორგი  ნემსაძემ გაიტანა.  ბორჯღალოსნების და ირლანდიის ბოლო დაპირისპირება კი, 2020 წლის 29 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასზე შედგა. გიორგი კვესელაძის ულამაზესი ლელოს მიუხედავად ის მატჩი 10:23 წავაგეთ.

წლევანდელ ზაფხულის ტესტებზე საქართველოს ნაკრები ირლანდიის  გარდა, 12 ივლისს სამხრეთ აფრიკულ ჩიტასს და 19 ივლისს სამხრეთ აფრიკას  შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები