გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სალიას ნიუკასლში კონკურენტების დაჩაგვრა შეუძლია

გააზიარეთ

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, ვახტანგ სალია კარიერას ინგლისში გააგრძელებს — ფეხბურთელმა ნიუკასლ იუნაიტედთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პირველ ეტაპზე კლუბის 21-წლამდე გუნდში ითამაშებს.

ბრიტანულმა გამოცემა Footballfancast-მა ტრანსფერზე სპეციალური სტატიაც მიუძღვნა და აღნიშნა, რომ თუ სალიამ კარიერის განვითარება სწორად შეძლო, მას შეუძლია კლუბში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდეს. გამოცემამ შედარებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალში შესაძლოა გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ნიუკასლის რეკორდული შენაძენი, ნიკ ვოლტემადე, რომელშიც ინგლისელებმა 90 მილიონი ევრო გადაიხადეს.

რაც შეეხება სალიას ტრანსფერს, ნიუკასლმა ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 800 ათასი ევრო გადარიცხა. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ინვესტიცია ახალგაზრდა ფორვარდის დიდი პოტენციალის გამო გააკეთეს და სწორედ ამიტომ მის მიმართ მოლოდინიც მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ სალია ჯერ აკადემიის გუნდში თამაშობს, ნიუკასლში მიაჩნიათ, რომ ქართველი შემტევი მომავალი სეზონიდან უკვე პირველ გუნდში ადგილისთვის იბრძოლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები