გამოგვიწერეთ

ნაკრები

სამი ცვლილებით იტალიასთან

გააზიარეთ

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მასპინძელ იტალიას კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ 9 ივლისს, ჩვენი დროით 22:30 საათზე შეერკინება.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში საინტერესო მდგომარეობაა: 9 ქულით ახალი ზელანდია პირველია და ბოლო ტურში ირლანდიას ეთამაშება, რომელიც 6 ქულით მეორე ადგილზეა. იტალია 4 ქულით მესამე პოზიციაზეა, საქართველოს კი, 2 ქულა აქვს. შესაბამისად, საქართველოს მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს. საამისოდ, ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას ბონუს-ქულით უნდა მოუგონ, ხოლო ირლანდიამ ახალ ზელანდიასთან ნუგეშის ქულა ვერ აიღოს. მხოლოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს მესამე ადგილს დაუბევებს.

მასპინძლებთან თამაშამდე 48 საათით ადრე სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ძირითადში ბრუნდება ფრთა ტარიელ ბურთიკაშვილი და კვაჭი მიხეილ ხახუბია. ასევე ძირითადში დაწინაურდა მესამეხაზელი გიორგი არძენაძე.

ცვლილებებია მარქაფაშიც. ტურნირზე პირველად ითამაშებენ ინგლისის იფსვიჩის ბურჯი გიორგი ტურაშვილი და ლელოს უკანახაზელი დათა ახვლედიანი. პირველი ტურის შემდეგ მარქაფაში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი მესხიძე და მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ხაზი: ლუკა თაყაიშვილი, ლუკა კეშელავა, სანდრო მესხიძე, ნუგზარ ქევხიშვილი, ტარიელ ბურთიკაშვილი, გიგი სირბილაძე, გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, მათე ღურწკაია, თემურ წულუკიძე, გაგი მარგველაშვილი, გიორგი არძენაძე, ანდრო დვალი, მიხეილ შიოშვილი;

მარქაფა: შოთა ხელაძე, გიორგი ტურაშვილი, გიორგი მესხიძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, დავით ბარამია; თემურ ძოძუაშვილი, დათა ახვლედიანი, ნიკა აბესაძე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები