გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: “თურქეთთან ტაქტიკის გამო არ წაგვიგია”

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და სახლში თურქეთთან 2-3 დამარცხდა.

ბევრის აზრით, წაგება ვილი სანიოლის არასწორმა ტაქტიკამ განაპირობა, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა ნაცადი ხუთმცველიანი ტაქტიკის ნაცვლად ოთხმცველიანი წყობა გამოიყენა, რამაც დაცვაში არსებული პრობლემები თვალსაჩინო გახადა.

თავად სანიოლი მიიჩნევს, რომ თურქეთთან წაგება არა ახალი ტაქტიკის, არამედ ინდივიდუალური შეცდომების დამსახურებაა. ამის თაობაზე ვილიმ ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“4-4-2 ტაქტიკით მარტიდან მოყოლებული ვთამაშობთ. ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თაობათა ცვლაც მიმდინარეობს ნაკრებში და მგონი ტაქტიკის ცვლილების დროცაა. თურქეთთან მარცხი ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა არჩეული სისტემის.

ბულგარეთთან მატჩისთვის რამდენიმე ცვლილება იქნება სასტარტო შემადგენლობაში. დაზუსტებით თუ ვინ, ამას დღეს ვერ გეტყვით. ბულგარეთი სხვა სტილის გუნდია, ვიდრე თურქეთი. გათვლა იმაზე გვექნება, რომ თამაში მეტად ორგანიზებულად ჩავატაროთ, ვიდრე ეს თურქეთთან იყო და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ხვალ ტრიბუნიდან მომიწევს მატჩის ყურება უფასოდ და ამისთვის მადლობა მსაჯებს. ეს ხუმრობით, ისე კი გასახდელში საფუძვლიანად დავარიგებ ბიჭებს და იმედია მითითებებს ზუსტად შეასრულებენ

ბულგარეთს სამი წლის წინ ერთა ლიგაზე ვეთამაშეთ და კარგადაც დაგვამახსოვრდა, რადგან სტუმრად დამაჯერებლად ვიმარჯვეთ, შინ დიდი უპირატესობა გვქონდა და ფრე. ვფიქრობ, ხვალ სხვა გუნდი გამოვა მოედანზე, რადგან მას შემდეგ ბულგარეთის ნაკრებშიც ბევრი რამ შეიცვლებოდა. კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს მეტოქე გუნდიდან ვერ გამოვყოფდი. მთავარია, მოედანზე დამაჯერებლად გამოვიყურებოდეთ და ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამ ქულაზე უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ გამარჯვება, სხვა შედეგი მიუღებელი იქნება”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები