
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. ამ პერიოდში გუნდს ორი რთული დაპირისპრება ელის – ჯერ ესპანეთში, შემდეგ კი თურქეთში.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე სამი ქულაა, იგივე აქვს თურქეთსაც. ჯგუფს ესპანეთი ექვსი ქულით ლიდერობს, ბულგარეთი კი უქულოდაა. შესაბამისად, ოქტომბრის შეხვედრები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
სანაკრებო ბატალიების წინ ვილი სანიოლმა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
დაცვაში პრობლემები
„რეალობა ისაა, რომ დაცვის ხაზში სერიოზული სირთულეები გვაქვს. ხვადაგიანს მძიმე დაზიანება შეემთხვა, საზონოვს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ლოჩოშვილი კი პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ეს იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არაა, თუმცა მწვრთნელისთვის აუცილებელია სიმართლის დანახვა და არსებული რესურსებით მაქსიმუმის მიღწევა“, – აღნიშნა სანიოლმა.
მიქაუტაძე და გუნდის ბალანსი
„გოლები ყოველთვის აუცილებელია თავდამსხმელისთვის, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ შეტევა არ წყვეტს ყველაფერს. უკანახაზში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დამკვიდრება. მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია, „ვილიარეალმა“ მის ტრანსფერზე სოლიდური თანხა გადაიხადა და კარგია, რომ ასეთ დონეზეა – ეს ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან წაადგება“, – თქვა სანიოლმა.
გიორგი გოჩოლეიშვილი
„ბუნდესლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და იქ თამაში უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ნებისმიერი მოთამაშისთვის. ჰამბურგი ტრადიციებით მდიდარი კლუბია და გოჩოლეიშვილისთვის ეს ერთდროულად გამოწვევაცაა და დიდი შესაძლებლობაც, რომ განვითარება გააგრძელოს ასეთ დონეზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.
გუნდის განვითარება და მიზანი
„ჩემთვის მთავარი ყოველთვის გუნდის წინსვლა იყო და მომავალშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, შედეგებსაც ვაფასებ, მაგრამ ასეთ მატჩებში კარგად ჩანს, სად ვდგავართ სინამდვილეში. მინდა, საქართველოს ნაკრებს ისე უყურონ, როგორც ძლიერ და რთულ მოწინააღმდეგეს“, – დასძინა სანიოლმა.
გიორგი ჩაკვეტაძე
„გიორგი რთულ მდგომარეობაშია – შვიდი თვეა არ უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლის მარტისთვის შეძლებს დაბრუნებას. ყველამ კარგად იცის, რა დიდი დანაკლისია მის გარეშე“, – აღნიშნა სპეციალისტმა.
ახალი ფეხბურთელები – გაგუა და დოლტმურზიევი
„ყოველთვის ვაკვირდებით ყველა კანდიდატს. დოლტმურზიევი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ ნაადრევია მისი განხილვა ნაკრების კონტექსტში. რაც შეეხება გაგუას – ივნისში ვუყურეთ და ის, რაც ვნახეთ, ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ნაკრებში ყოფილიყო მისი ადგილი. ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და თავად ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ამის ღირსები არიან“, – თქვა სანიოლმა.
ოთარ კიტეიშვილი
„კიტეზე ხშირად ვსაუბრობ, რადგან მისი მნიშვნელობა უდიდესია. გუშინდელმა გოლმა თავდაჯერება შეჰმატა და დარწმუნებული ვარ, ნაკრებშიც დაგვეხმარება. ბევრად მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის მზადაა და შეუძლია თამაშში მონაწილეობა“, – თქვა სანიოლმა.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 2 საათის agoსუს-მა ქართველი მწვრთნელი თაღლითობისთვის დააკავა
გააზიარეთსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საფეხბურთო კლუბ გარდაბანის მწვრთნელი დააკავა. საქმე ეხება...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტრანსფერები
/ 2 საათის agoლეგენდარული სალაჰი ბათუმიდან 200 კილომეტრში ითამაშებს
გააზიარეთლეგენდარული ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქულ კლუბ ტრაბზონსფორში გააგრძელებს. ,,ფარაონთა” ქვეყნის შვილი ტრაბზონში...
ავტორი Giorgig -
ფეხბურთი
/ 15 საათის agoუგოლო ფრე – ყველაფერი თბილისში გადაწყდება
გააზიარეთსაქართველოს ჩემპიონი თბილისის იბერია უეფას ევროპა ლიგის მატჩში ლარნესთან დაზავდა. შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე...
ავტორი Giorgig