გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: “ხვიჩამ ამ მატჩის წინ მითხრა, რომ სათადარიგოზე გადასაჯდომად მზად იყო”

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ France Football-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კითხვები ხვიჩა კვარაცხელიაზეც იყო.

როგორც სანიოლი იხსენებს, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ხვიჩა დიდი წნეხის ქვეშ იყო და სათადარიგო სკამზე გადასაჯდომად ემზადებოდა:

“ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უხასიათოდ მომეჩვენა და ჩავთვალე, რომ მასთან გასაუბრება საჭირო იყო.

მითხრა, თუ ჩემს სათადარიგოთა სკამზე დასმას აპირებ, გავიგებ, რადგან საუკეთესო ფორმაში არ ვარო. ვკითხე, როგორ, ნაპოლიში ხომ მთელი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარე? მან კი მიპასუხა: “იქ თავს თავისუფლად ვგრძნობდი, ახლა კი დიდ წნეხში ვარ”, – განაცხადა მან.

კვარაცხელიამ პორტუგალიის ნაკრებს პირველი გოლი გაუტანა და ისედაც ბრწყინვალედ გაისარჯა, რამაც ჯგუფიდან გასვლაში დიდი წვლილი ითამაშა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები