
საქართველოს ნაკრებს ივნისში ორი ამხანაგური მატჩი აქვს – 5 ივნისს ფარერებს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 8 ივნისს კაბო ვერდეს ქუთაისში დაუხვდება.
ვილი სანიოლმა ამ თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არ არიან გუნდის ლიდერები და წამყვანი ფეხბურთელები. ფრანგმა მწვრთნელმაც ის ფეხბურთელები გამოიძახა, რომელიც ნაკრების უახლოესი რეზერვია. თუმცა, ისეთებიც გამოურია, „ცალი ბუცი ჩამოკიდებული“ რომ აქვთ.
სწორედ ეს იყო გასაკვირი, რადგან მუსიე ვილიმ შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ეს თამაშები კონკურენციის გასაზღდელად სჭირდება და სავარაუდო შეცვლელების ხილვა სურს.
ამ მხრივ ზაფხულის მატჩებისთვის რამდენიმე ფეხბურთელის დაძახება გვეუუცნაურა. თუმცა, ეს არც სანიოლისგან გვიკვირს და მისი გადასაწყვეტია.
მომავალ მატჩებში კარში ლუკა გუგეშაშვილი რომ იქნება, ეს თავად სანიოლის სიტყვებია. თუ მისი შეცვლა გახდა საჭირო, ჩვენი ვარიანტი დავით კერესელიძეა. გიორგი ლორიას გამოცდილება ბიჭებს ვარჯიშზე უფრო უნდა წაადგეს.
დაცვაში მარჯვნივ გიორგი გოჩოლეიშვილი იქნება. აი, ცენტრში კი ფიქრი მოუწევს. დიდი ალბათობით მარჯვენა ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი იქნება, რადგან სხვებს უფრო ცენტრში და მარცხნივ მოუწევთ თამაში. სანიოლი, სავარაუდოდ, ლოჩოშვილი-დვალს უფრო დაეყრდნობა, ვიდრე ივა გელაშვილს. თუმცა, საქმეში მისი ნახვაც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი. დაცვის მარცხენა მხარეს ერთი შეხედვით გურამ გიორბელიძის ვარიანტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პოზიციაზე უთამაშია ლუკა ლოჩოშვილსაც და ლევან შენგელიასაც. თუ გელაშვილს საქმე დაცვის ცენტრში მიეცა, მაშინ ლოჩოშვილის მარცხნივ გადაწევა სანიოლისთვის უცხო არ არის. რამდენად მომგებიანია, ეგ თავად იცის და გულშემატკივარიც შეატყობს.
ნახევარდაცვაში გამოცდილი ნიკა კვეკვესკირია, რომლის გამოძახებაც გვეუცხოვა, რადგან ფრანგი სპეციალისტისთვის კვეკვე კარგად ნაცნობია. მართალია, ბოლო თამაშებში ნაკლებად ენდობოდა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ნამდვილად იცის.
ერთია, კვეკვესკირიც უკვე ასაკშია. სანიოლის ადგილზე, ჩვენ ალთუნაშვილი-მექვაბიშვილი-გაგნიძე-ნონიკაშვილის ოთხეულს მეტ დროს დავუთმობდით. თუმცა, გუნდშია გიორგი ზარიაც, რომელიც სანიოლის ძალიან მოსწონს და ბოლო რამდენიმე მატჩია ნაკრებში იძახებს. ალბათ მასაც მიეცემა საკმაოდ დიდი დრო. შესაძლოა, რომელიმე მატჩის ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ. დროს მიიღებს საბა ლობჟანიძეც, მით უფრო, რომ ხუთმცველიან ტაქტიკაში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია გარჯა და უთამაშია კიდეც. ნახევარმცველებში წერია ვლადიმერ მამუჩაშვილიც, მაგრამ საყრდენ პოზიციაზე არ გვიჭირს და, შესაძლოა, გიჩოლეიშვილის ან გიორბელიძის შემცვლელადაც ვიხილოთ.
მუსიე ვილის საფიქრალი ექნება თავდასხმაშიც. აქ პირველ ნომრად ბუდუ ზივზივაძე მოჩანს. ვინ დაეხმარება? ან გიორგი გულიაშვილი, ანაც გიორგი ბერიძე. ყოველ შემთხვევაში სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ასე ჩანს. ბუდუს შემცვლელები კი, უფრო გიორგი ქვილითაია და გიორგი გაგუა იქნებიან…
მოკლედ, ამ მატჩებმა მართლაც უნდა დაგვანახოს უახლოესი რეზერვი და ის, რისი გაკეთება შეუძლია სანიოლს ვარსკვლავებისა და ლიდერების გარეშე…
იხილე მეტი
-
MMA
/ 60 წუთი agoთოფურია: სიმართლეს ყვირილი კი არა, მოსმენა სჭირდება
გააზიარეთბოლო პერიოდში გავრცელებული ხმებისა და მოვლენების გამო, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 8 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი