გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დილამ დინამო დაიბრიყვა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილამ საკუთარ მოედანზე თბილისის დინამო 2:1 დაამარცხა.

მატჩი დაბალი ტემპით და თანაბარი თამაშით დაიწყო. ორივე გუნდი ფრთხილობდა და მეტოქის შეცდომის გამოყენებას ცდილობდა. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა – თბილისელებმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ეფექტურად გამოიყენეს. იაკობიძემ ბურთი თავით შეაჩერა და ასუნსაოს დაუგორა, ბრაზილიელმა კი ვარდნაში ძლიერად დაარტყა და დინამო წინ გაიყვანა.

გაშვებული გოლის შემდეგ გორელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. აუტიდან ჩაწოდებული ბურთი შეყილაძემ მიიღო, ეფექტური ფინტით მეტოქე ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა.

მეორე ტაიმი დილამ უკეთ დაიწყო. გორელები ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდნენ და 52-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. თავი კვლავ შეყილაძემ გამოიჩინა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც შემტევმა ისარგებლა და დუბლი გაიფორმა – 2:1.

დილა შეტევებს არ წყვეტდა. შეყილაძეს ჰეთ-თრიკის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოარტყა.

მატჩის მიმდინარეობისას არასასიამოვნო ინციდენტიც მოხდა – ჯაბა კანკავა მოედნიდან  გააძევეს. გამოცდილი ფეხბურთელი ერთ-ერთ გულშემატკივართან სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა, რის გამოც არბიტრმა მას სეზონში მეორე წითელი ბარათი უჩვენა. მომხდარის გამო შეხვედრა მცირე ხნით შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ეს დისკვალიფიკაცია თბილისის დინამოსთვის კიდევ უფრო მძიმეა, რადგან წინა ტურში ქუთაისის ტორპედოსთან მატჩში გუნდმა ერთდროულად შვიდი ფეხბურთელი დაკარგა და მათ დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. შესაბამისად, გუნდის საკადრო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

ამრიგად, შეხვედრა გორის დილას გამარჯვებით დასრულდა. ამ შედეგით გორელებმა 38 ქულით მეორე პოზიცია გაიმყარეს, დინამო კი 29 ქულით მესამე პოზიციაზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი