გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირზე რჩება” – ლანჩხუთის გურიას მწვრთნელი

გააზიარეთ

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩხუთის გურიამ ჩრდილოეთ ირლანდიური კლიფტონვილი 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც უკრაინულ ვორსკლას (პოლტავა) დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ, “გურია თუდეი”-სთან ინტერვიუში გამარჯვება შეაფასა და მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა:

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ სურათს – საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი. ძალიან მაღალი დონეა და უმაღლეს პირობებში გვიწევდა მატჩისთვის მზადება.

რა თქმა უნდა, არც გვიფიქრია, რომ იოლი შეხვედრა გვექნებოდა. რაც დაგეგმილი გვქონდა, სრულყოფილად განვახორციელეთ და ეს გამარჯვება, ნამდვილად, დამსახურებული იყო. მთელი თამაში ეთერ სულაშვილზე გვქონდა აწყობილი და იძულებით შეცვლამ, რომელსაც მივმართეთ, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა – ამის შემდეგ მეტოქეს შესაძლებლობა მიეცა. მანამდე კი მთელი მატჩი ჩვენი დომინაციით და უპირატესობით ვითარდებოდა. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა. ეთერის გასვლის შემდეგ ლიდერის როლი ჩინებულად იკისრა კოლუმბიელმა კამარგომ და ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ამოცანას.

ვორსკლა ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ამ ეტაპზე საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირზე რჩება, რაც ჩვენი პასუხისმგებლობის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც ჩვენი პასუხისმგებლობის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის.“

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები