გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ ევროპაზე პრინციპული მატჩი წააგო

გააზიარეთ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. ათანასიოს კაჩეგიასის გუნდი რუმინეთთან 10:15 დამარცხდა.

თუ პირველ მეოთხედში დაცვაში კარგად ვირჯებოდით, შეტევაში ბევრ შეცდომას ვუშვებდით, გვიჭირდა მეტობის გამოყენება. იყო შანსი ამ დროს სოლიდური უპირატესობით გავსულიყავით, მაგრამ მხოლოდ ფრეს გამოვრჩით. მეორე მეოთხედში შეტევა გამოვასწორეთ, მაგრამ დაცვასაც მოვუკელით და ისევ ფრეს გამოვრჩით. პირველი ტაიმის შემდეგ 6:6 იყო.

აი, დიდი შესვენების შემდეგ კი… საქართველოს აღარაფერი გამოუვიდა. მესამე მეოთხედში არც რუმინეთი ბრწყინავდა, მაგრამ ერთი ბურთით წინ გასვლა მოახერხა. ბოლო მეოთხედში კი შვიდი ბურთი გავუშვით, მხოლოდ სამი გავიტანეთ და მაღალი ადგილისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ.

ახლა საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში, მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. საამისოდ, 21 იანვარს თურქეთთან მატჩის მოგება სჭირდება.

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (1), ბითაძე, ვაშიჩი (5), ადეიშვილი, სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (2), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი, ჩიქოვანი (1).

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად წყალბურთი