გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველოს მეტოქე მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე, ბოსნია-ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრები, მთავარი ვარსკვლავის, ჯანან მუსას გარეშე დარჩა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კალათბურთელმა გაავრცელა:

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ნაკრებს მომავალ ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები. რამდენიმე დღის წინ მიუნხენში ოპერაცია გავიკეთე. ექიმები მეუბნებიან, რომ რეაბილიტაციას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუ რა იმედგაცრუებაა ეს ფაქტი ჩემთვის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. გონებით ბიჭებთან ერთად ვიქნები და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ჩემს გარეშეც მოახერხებენ იმის გაკეთებას, რასაც ჩემთან ერთად აპირებდნენ“.

26 წლის ფორვარდმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა (22.8 ქულა, 4.8 მოხსნა, 5.0 პასი) და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებს შორის გაერია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი