გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადას გუნდურად დაიწყებს

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი 6 თებერვალს გაიმართება. თუმცა, ტურნირი კიორლინგში გუშინ დაიწყო. დღეს საქმეში ჰოკეისტები და სნოუბორდისტებიც ჩაებმებიან.

ჩვენი დელეგაციისთვის ოლიმპიადა 6 თებერვალს დაიწყება, როდესაც ოლიმპიურ სარბიელზე ფიგურული მოციგურავეები ჩაერთვებიან.

თავდაპირველად გუნდური შეჯიბრი იქნება და საქართველოს ნაკრები ფავორიტთა შორის იქნება. პირველ დღეს მოკლე პროგრამას შეასრულებენ დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები); ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და ანასტასია გუბანოვა (ქალები);

7 თებერვალს მოკლე პროგრამას ნიკა ეგაძე (კაცები) შეასრულებს, ხოლო დევისი/სმოლკინი –თავისუფალი პროგრამას;

8 თებერვალს გუნდურ შეჯიბრებას თავისუფალი პროგრამით დაასრულებენ მეტელკინა/ბერულავას წყვილი, გუბანოვა და ეგაძე;

9 თებერვალს უკვე ინდივიდუალური ტურნირი იქნება და მის განრიგს გუნდური შეჯიბრების შემდეგ მოგაწვდით.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები