გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

საქართველო გუნდურში სამეულში შევიდა

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გრძელდება ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა.

რითმული ცეკვების შემდეგ ყინულის მოედანი სპორტულ ცეკვებს დაეთმო. მოკლე პროგრამაში საქართველო ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 77.54 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და გუნდს ცხრა ქულა შემატა.

შეგახსნებთ, რითმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ხუთი ქულა მოუტანეს.

საერთო ჯამში, ორი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. პირველი ამერიკაა (16); 14-14 ქულა აქვთ ასევე იტალიასა და კანადას; ხოლო საფრანგეთსა და იაპონიას – 13-13; ეს ექვსეული იბრძოლებს საუკეთესო ხუთ გუნდში მოსახვედრად.

მოგვიანებით მოკლე პროგრამით იასპარეზებს ანასტასია გუბანოვა, ხოლო 7 თებერვალს ყინულზე ნიკა ეგაძე გამოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები