გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ისრაელთან დახურულად დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და პირველი საკონტროლო მატჩი ისრაელთან 66:76 წააგო. მატჩი დახურული იყო, ამიტომ მასზე საუბარი მხოლოდ ზოგადად შეგვიძლია.

თავიდან ვთქვათ, რომ არ უთამაშიათ კამარ ბოლდუინსა და სანდრო მამუკელაშვილს. ამერიკელს მცირე ტრავმა აწუხებს, სანფრო კი, გუნდს ჯერ არ შეერთებია. ალეკსანდრ ჯიკიჩის გამოძახებულთაგან ასევე მოედანზე არ გასულან გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი და ილია ლონდარიძე.

გადამწყვეტი კი, მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 16:34 დათმო და ამის შემდეგ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ჩვენი გუნდის წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისევ პერიმეტრია – ისრაელმა 11 სამქულიანი ჩაგვიგდო,

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა გიორგი შერმადინმა (13) მოინაგრა, ორმაგი დუბლამდე 2-2 მოხსნა დააკლდათ თორნიკე შენგელიასა (12 ქულა, 8 მოხსნა) და გოგა ბითაძეს (10 ქულა, 8 მოხსნა); 12 ქულა მიითვალა ბექა ბურჯანაძემაც.

ჯიკიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აგვისტოს ისევ იურმალაში, ამჯერად კი, ესტონეთის ნაკრებთან ითამაშებს და ისიც დახურული იქნება.

საქართველო-ისრაელი 66:76

(14:20, 12:9, 16:34, 24:13)

საქართველო: ანდრონიკაშვილი (2ქ; 2მ; 4პ), ჯინჭარაძე (4ქ; 8მ; 2პ), ბურჯანაძე (12ქ; 4მ; 1პ), შერმადინი (13ქ; 2მ; 2პ), დ.სანაძე (2ქ; 3მ; 3პ), კორსანტია (2ქ; 4მ; 1პ), ს.სანაძე (1მ; 1პ), ფევაძე (6ქ; 2მ), შენგელია (12ქ; 8მ; 3პ), ბითაძე (10ქ; 8მ; 1პ), ოჩხიკიძე (3ქ; 4მ; 1პ).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი