გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ლუკას გახანგრძლივებული

გააზიარეთ

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, სლოვენიელი გამთამაშებელი შვიდი წლის მანძილზე დალასის ღირსებას იცავდა, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში რატომღაც გადაწყვიტეს ის ლეიკერსისთვის ენტონი დევისში გაეცვალათ. ასე აღმოჩნდა დონჩიჩი ახალ კლუბში, რომელთანაც ახლახანს იდეალურ კონტრაქტს, უფრო სწორად მისი სამი წლით გაგრძელებას მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების თანახმად დონჩიჩი სამი წლის მანძილზე 165 მილიონ დოლარს მიიღებს და მისი ამოწურვის შემდეგ სლოვენიელ კალათბურთელს ექნება უფლება 417 მილიონის სანაცვლოდ კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გააგრძელოს.

„აქ უდიდესი სითბოთი მიგვიღეს. მე და ჩემი ოჯახი სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. ეს არაჩვეულებრივი კლუბია და მსურს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. მინდა გულშემატკივრებმა ჩვენით  იამაყონ. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და მომავალ თავგადასავლებს“ – თქვა ლუკა დონჩიჩმა ლეიკერსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მცირე კომენტარში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი