გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველო შვედეთთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

გააზიარეთ

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა 29:38 წააგო.

სკანდინავიელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. ტიტე კალანდაძის გუნდზე მოგების მოთხოვნაც არარეალური იყო. თუმცა, ხორვატებთან კარგი თამაშის შემდეგ შვედებთანაც იმავეს ველოდით. მეტ-ნაკლებად ასეც მოხდა. საქართველოს ჰქონდა კარგი მონაკვეთები, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 11 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა:

ნიქაბაძე, ცინცაძე, რუხაძე; არეშიძე (1), არსენიშვილი, დიხამინჯია (3), გავაშელიშვილი (1), გოგავა, გრიშიკაშვილი, კალანდაძე (5), კვილაშვილი (4), ხარებაშვილი, ხელისუფალი, ლაპიაშვილი 1), რუსტამოვი (3), ცხოვრებაძე (11).

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩასატარებელი ერთი მატჩი დარჩა – 21 იანვარს, ნიდერლანდებთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი