გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სვანაძე: “ენრიკემ ტრანსფერისას ხვიჩას ეს უთხრა”

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ეს კი იმის ფონზე, რომ ქართველი პარიზულ გუნდს შუა სეზონში შეუერთდა.

საფეხბურთო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გარდა შემტევი ფაზისა, ქართველი ფეხბურთელი დაცვით სამუშაოსაც ბრწყინვალედ ასრულებს, რაშიც დიდი წვლილი ლუის ენრიკეს მიუძღვის.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:

“ხვიჩა რომ ტოპ ფეხბურთელი იყო, ეს ყველამ იცოდა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მისი დაცვითი უნარები. ამ ეტაპზე არ მახსენდება ვინგერი, რომელიც ხვიჩას მსგავსად ირჯება დაცვაში, ეს კი ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაა.

მახსოვს, ხვიჩამ თვითონ თქვა ენრიკეს დანაბარები – პსჟ-ში ბევრი მაღალი დონის შემტევი გვყავს, თუმცა დაცვით ფაზაში შემსრულებლები ნაკლებადო. ხვიჩამ გუნდს სწორედ ეს შესძინა”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები