გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სლოტი მამარდაზე: საუთჰემპტონთან ნათლად გამოჩნდა, რომ..

გააზიარეთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მოახლოებულ მატჩზე ჩელსისთან და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც ალისონ ბეკერის არყოფნის პირობებში ძირითადი მეკარის როლი უნდა იტვირთოს.

„ალისონი განაცხადში არ იქნება და ის ბრაზილიაში გასამგზავრებლადაც ვერ გაემგზავრება. უგო ეკიტიკე დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს, დავაკვირდებით მის მდგომარეობას. იგივე სიტუაციაა ფედერიკო კიეზასთანაც.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაუვლის ალისონს აღდგენის პროცესი. ზუსტად დღეებისა და კვირების დასახელება რთულია. ხვალაც ვერ დაგვეხმარება და არც ნაკრებში გაემგზავრება. გამიკვირდება, თუ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ პირველივე შეხვედრაში მოახერხებს თამაშს.

საუთჰემპტონთან ნათლად გამოჩნდა, რამდენად კარგად შეეგუა გუნდს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერი მეკარე გვყავდა. პირველივე თამაშში ჩანს, რამდენად სწრაფად ეწყობა მოთამაშე ახალ გარემოს, და დავინახეთ, რომ ის კარგადაა მორგებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მაღალი დონის მეკარეა. ახლა ის უნდა გააკეთოს იგივე, რასაც აქამდე კელეჰერი აკეთებდა – ალისონის შემცვლელის როლი უნდა შეასრულოს.”, – თქვა სლოტმა.

ლივერპულსა და ჩელსის შორის დაპირისპირება შაბათს, 20:30-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში გალათასარაისთან ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ქართველი მეკარე გამოვიდა. ბრაზილიელი გოლკიპერი სავარაუდოდ მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებში შეძლებს დაბრუნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს საინტერესო პერიოდის გავლა მოუწევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები