გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

სპორტული დირექტორი ინგლისშია – ვის ტრანსფერზე მუშაობს პსჟ

გააზიარეთ

მიუხედავად წელს მოგებული სამი ტიტულისა, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას არ წყვეტს. ფრანგული მედია იტყობინება, რომ პსჟ-ს მთავარი საფიქრალი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენაა.

ფრანგული RMC Sport იტყობინება, რომ დედაქალაქელებს ბორმუთის ახალგაზრდა მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერი სურთ.

როგორც ირკვევა, პსჟ-მ უკრაინელ მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე მოახერხა, თუმცა პრობლემა ინგლისური კლუბის პოზიციაა – მათ ზაბარნის გაყიდვა არ სურთ.

სწორედ ამიტომ, პსჟ-ს სპორტული დირექტორი დღეს ინგლისში მიემგზავრება. ის ბორმუთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სატრანსფერო გარიგებაზე მუშაობას აპირებს.

ტრანსფერმარკეტი ზაბარნის საბაზრო ღირებულებად 42 მილიონ ევროს ასახელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები