გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

სფფ-ს ყრილობა რედისონში გაიმართა

გააზიარეთ

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) XXXV ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა.

სფფ-ს პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა საქართველოს ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, გაიხსენა ეროვნული ნაკრების სადებიუტო ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე და წარმატებები უსურვა 21 წლამდე ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე. ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა ნაკრების პროგრესისა, ფუტსალის და ქვიშის ფეხბურთის ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ.

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდაზე და საგანმანათლებლო აქტივობებზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მნიშვნელობას და საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად ფიფას 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის.

სფფ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს, ასევე სახელმწიფოს, UEFA-ს და FIFA-ს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის. სფფ-ის რიგით XXXV ყრილობას ესწრებოდნენ FIFA-ს წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი და UEFA-ს ჰეთ-თრიქის პროგრამის მენეჯერი დენის ბასტარი.

ყრილობამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მათ შორის, სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული წყალტუბოს სამგურალი და საგარეჯოს გარეჯი, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე არჩეულ იქნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი