
მეოთხე ლიგის მეათე ტური არაერთი მოულოდნელი შედეგით და დაძაბული მატჩით გამოირჩა. ტურში გამართულმა შეხვედრებმა სატურნირო ცხრილში არაერთი ცვლილება გამოიწვია.
მარტვილის მერანი 2 – მაჭახელა 6:0
ტური ხმაურიანი ანგარიშით მარტვილში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა მერანმა ხელვაჩაურის მაჭახელა 6:0 გაანადგურა. გოლები დავით ხორავამ (29′), ანდრო ჯოლოხავამ (45′, 47′), თორნიკე კალანდიამ (69′), შმაგი ბექაურმა (82′) და ირაკლი იმნაიშვილმა (85′) გაიტანეს.
მერანის დუბლები 17 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ გურიას 6 ქულით ჩამორჩებიან.
ზესტაფონი – გაგრა 2 0:1
თბილისში, ილია კოკაიას სახელობის ბაზაზე, ზესტაფონმა გაგრა 2-ს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 18 წლის ილია კაციაშვილმა გაიტანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაგრას მთავარ გუნდში, თელავთან შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
კოლხეთი 2 – ვიტ ჯორჯია 2 3:0
ფოთის კოლხეთმა იოლად გაართვა თავი ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდს. მატჩის გმირი ნიკა კაპანაძე გახდა, რომელმაც დუბლი (54′, 64′) შეასრულა. კიდევ ერთი გოლი დავით კრასოვსკის ანგარიშზეა (62′).
იბერია 2010 – არაგველები 4:5
ტურის ყველაზე დრამატული შეხვედრა თბილისის იბერია 2010-სა და არაგველებს შორის გაიმართა. მასპინძლები 12-ე წუთისთვის 2:0 იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 5:4. არაგველებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
გოლები: ჩიკვაიძე (17′), ქავთარაძე (45′), ღვინჯილია (46′), ჭვრიტიძე (55′), დიასამიძე (58′) – არაგველი; ს. გიკაშვილი (20′), მინჯია (91′) – იბერია 2010.
სოსო ჭიკაიძის გუნდი ახლა 11 ქულით მეათე ადგილზეა, გუბაზ დოლიძის შეგირდები კი 22 ქულით მესამე პოზიციაზე არიან.
ვანის სულორი – წალენჯიხის სქური 2:3
წალენჯიხის სქურმა მძიმე ბრძოლაში ვანში, სულორი 3:2 დაამარცხა. ილია მიქავამ ანგარიში 60-ე წუთზე გახსნა, ხოლო გადამწყვეტი გოლი დავით მიშველიძემ 80-ე წუთზე გაიტანა.
სქური 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო სულორი რვა ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
წყალტუბოს სამგურალი 2 – აბაშის ზანა 1:1
ფრე დაფიქსირდა წყალტუბოში. მატჩის დასაწყისში გიორგი შენგელიამ ზანა დააწინაურა, თუმცა მე-18 წუთზე ავთანდილ თოხაძემ ანგარიში გაათანაბრა. სამგურალი 2 ახლა 12 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო ზანა 9 ქულით – მე-12-ზე.
ლანჩხუთის გურია – მარნეულის ალგეთი 3:0
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლანჩხუთის გურიამ მარნეულის ალგეთი 3:0 დაამარცხა და ლიდერის პოზიცია მოიპოვა. გოლები ლაშა ჯღამაიამ (33′), ვანო წილოსანმა (85′) და ვანო შარვაძემ (87′) გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ალგეთი 30-ე წუთიდან ათკაციანი იყო – ირაკლი ყაველაშვილმა წითელი ბარათი მიიღო. გურია 23 ქულით ლიდერია, ალგეთი კი ერთი ქულით ჩამორჩება.
ხაშურის ივერია – ოზურგეთის მერცხალი 1:1
ტური ხაშურში დასრულდა. ადგილობრივმა ივერიამ ოზურგეთის მერცხალს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. დიმიტრი ჯაფარიძის სწრაფი გოლის შემდეგ (14′), გიორგი ნოზაძემ ანგარიში გაათანაბრა 70-ე წუთზე.
ივერია ახლა 20 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მერცხალი – 14 ქულით მერვეზე.
მეოთხე ლიგის სეზონი ეტაპობრივად იძაბება… მოულოდნელი შედეგები ჩემპიონატის ინტრიგას უფრო ამძაფრებს.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 2 საათის agoნახევარფინალებში ბათუმი და თსუ დაწინაურდნენ
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩების შემდეგ ის გუნდები დაწინაურდნენ, ვისაც მოედნის უპირატესობა ჰქონდათ....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 12 საათის agoკვარას გოლით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონები არიან. პარიზულმა გუნდმა სტუმრად კონკურენტი ლანსი 2:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 12 საათის agoგოლს პლუს პასი – მიქაუტაძემ რეკორდები გაიმეორა
გააზიარეთგიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა საშინაო არენაზე სევილიას უმაპინძლა და 2:3 დამარცხდა. არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო:...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი