გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

არაგველებმა სტუმრად იბერია 2010 დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს

გააზიარეთ

3 ივნისს, მეოთხე ლიგის მეათე ტურში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი თამაში გაიმართა, სადაც არაგველებმა სტუმრად, მესამე ადგილზე მყოფ იბერია 2010-ს 5:4 სძლიეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

შეხვედრა მასპინძელი იბერიის სრული დომინირებით დაიწყო – უკვე მე-12 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო. თუმცა სტუმრებმა თამაში არ დათმეს და მე-17 წუთზე გიორგი ჩიკვაიძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მალევე, მე-20 წუთზე, სოსო გიკაშვილმა იბერია 2010 კვლავ ორი ბურთით დააწინაურა – 3:1. ტაიმის მიწურულს კი გიორგი ქავთარაძემ არაგველების რიგებიდან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და პირველი ნახევარი 3:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა – არაგველებმა თამაში შემოატრიალეს. 46-ე წუთზე გელა ღვინჯილიამ ანგარიში გაათანაბრა (3:3), რის შემდეგაც გიორგი ჭვრიტიძემ (55′) და საბა დიასამიძემ (58′) სტუმრები წინ გაიყვანეს – 5:3.

იბერიას მხრიდან ბოლო გოლი ლუკა მინჯიამ 91-ე წუთზე შეაგდო და სხვაობა ერთამდე შეამცირა, თუმცა მატჩი საბოლოოდ სოსო ჭიკაიძის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 5:4 დასრულდა.

საოცარი ქამბექით არაგველებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს.  სეზონის დასაწყისში ტრავმების გამო შექმნილი ჩავარდნების მიუხედავად, გუნდმა დაგვანახა, რომ კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამ გამარჯვებით არაგველებმა 11 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ იბერია 2010-ს მთავარი მწვრთნელი გუბაზ დოლიძეა, ხოლო არაგველების თავკაცი სოსო ჭიკაიძეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი