გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – სლოვაკეთი ევროპის ჩემპიონია

გააზიარეთ

მართალია, ჩეხოსლოვაკიის 1976 წლის ტრიუმფიდან დიდი ხანი გავიდა, თუმცა ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ეს უპრესტიჟულესი ტიტული მხოლოდ ჩეხეთს მიეწერებოდა.

დღეს უეფამ, დაგვიანებით, თუმცა მაინც, ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონის სტატუსი როგორც ჩეხეთს, ასევე სლოვაკეთსაც მიენიჭა.

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც იუგოსლავიაში ჩატარდა, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა დასავლეთ გერმანიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ ფინალში კი ეთნიკურად სლოვაკების როლი ფასდაუდებელია – მოედანზე რვა სლოვაკმა ფეხბურთელმა ითამაშა.

ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდგომ, რატომღაც, ეს ტიტული მხოლოდ ჩეხებს ერგოთ, თუმცა ხანგრძლივი პროცესის შემდგომ, ევროპის ჩემპიონობით ოფიციალურად სლოვაკებიც იამაყებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები