გამოგვიწერეთ

ძიუდო

“ტატო შესანიშნავია, თუმცა ჩემი შეჩერება შეუძლებელი იქნება” – რუსი ძიუდოისტი

გააზიარეთ

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, 21 წლის ტიმურ არბუზოვმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მისი კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ახალგაზრდა რუსი ძიუდოისტის თქმით, ამ წარმატების შემდეგ მის დამარცხებას თითქმის ვერავინ შეძლებს.

„როცა ტატამიზე ვიდექი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა გრიგალაშვილი უკუსვლით აერიდებინა ორთაბრძოლა, უბრალოდ თვალებში ვუყურებდი. არ ვაძლევდი საშუალებას, რომ ჩემზე მოეგო.

ჩემს პირდაპირ ტაბლოზე წარწერა ენთო – Gold Medal (ოქროს მედალი). ამ წარწერას ვუყურებდი და იმ წამს მხოლოდ ერთი რამ მედეგა გონებაში: არ მინდა ამ ორთაბრძოლაში დავიხარო. მეორე ადგილი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მხოლოდ გამარჯვება, მხოლოდ პირველი ადგილი იყო მნიშვნელოვანი.

ძალიან მაღალი დონის მეტოქე მყავდა. ის უკვე მეხუთედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და აქედან სამჯერ გამარჯვებული გამოვიდა. ის შესანიშნავი სპორტსმენია.

მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ჩემთვის იყო. და მინდა დაგარწმუნოთ – ამის შემდეგ ჩემი შეჩერება ძალიან რთული და შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა არბუზოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში ტატო გრიგალაშვილი ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა და ოქროს მედალი რუს სპორტსმენს დარჩა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ძიუდო