გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უდინეზეს ქულა, გოგლიჩიძის ძირითადი

გააზიარეთ

როგორც იქნა, კოსტა რუნიაჩმა საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. უდინეზეს მთავარ მწვრთნელზე მოგახსენებთ, რომელიც ქართველ მცველს ბოლო ტურებში დიდად არ ენდობოდა და მეტწილად შეცვლაზე შემოჰყავდა ხოლმე.

ამჯერად კი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი უდინეზეს სასტარტოში გახლდათ, ხოლო მისი გუნდი სერია ა-ს მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე კალიარისთან ფრეს დასჯერდა – 1:1.

უდინეზემ სამი ცენტრალური მცველით ითამაშა, ხოლო გოგლიჩიძე ორთაბრძოლებშიც დამაჯერებელი იყო და ხშირად გამარჯვებულიც გამოდიოდა. ჩვენებური გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

უდინეზე რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს სტუმრად კრემონეზესთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები