გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლიონის გადასარჩენად – რატომ წავიდა მიქაუტაძე

გააზიარეთ

უკვე გაიგებდით, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს.

ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე, მიქაუტაძის დარჩენის ალბათობა მაღალი იყო. ასე სურდა თავად ფეხბურთელსაც, მაგრამ ფრანგული კლუბის ფინანსურმა პრობლემებმა ხელმძღვანელობა აიძულა, ქართველი ფორვარდი გაეყიდა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Geo Team-იც ადასტურებს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მიდის და ტოვებს ლიონს, ისე, რომ ყველაფერი უცებ მოხდა…
ეს არ ყოფილა სურვილი, რომელიც კლუბს წაუყენა, აქ დიდი მიზნები ჰქონდა, ალექსანდრ ლაკაზეტისგან მეფის გვირგვინი უნდა გადაებარებინა, თუმცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბს გადაარჩენდა – ლიონს.
ლიონში გიორგი მიქაუტაძეს უთხრეს, რომ თუ გუნდს სურდა გადარჩენა, ის უნდა წასულიყო. ბოლო წუთამდე ცდილობდა, გუნდთან ერთად ეს საჭირო არ გამხდარიყო.
გიორგისთვის ეს გუნდი რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, არაერთხელ დაამტკიცა. ჯერ მეცში ყოფნისას სენტ-ეტიენის ფანების წინაშე აღნიშნა გოლი 69 სიმბოლოთი. შემდეგ, მონაკოს ბოლო წამს უარი უთხრა ლიონში ტრანსფერის გამო.
ერთხელ, გიოსთან ლიონში ვიყავი, ძალიან ციოდა, მოკლე მაისური ეცვა, უკვე სახე გაულურჯდა სიცივისგან, შევთავაზე ჩემ ქურთუკს მოგცემთქო, მივაწოდე და არ გამომართვა, ამ ფერს არასდროს ჩავიცვამო – ცხადია, მწვანე ქურთუკი იყო.
როცა ვკითხე, რა გინდა ლიონში გააკეთოთქო – ჯერ, გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავბრუნდე და შემდეგ, ჩემპიონები უნდა გავხდეთო. ოცნებობდა, ძველი ლიონის გზა დაებრუნებინა ქალაქში. შეუძლებელი აღმოჩნდა.
ხვალ ესპანეთში გაფრინდება, მშობლიურ ქალაქს თავისუფალ დღეებში თუ მოინახულებს და დაიწყება ახალი თავგადასავალი, სადაც, რა თქმა უნდა, გვწამს, რომ ჟორჟი ისტორიის ახალ ფურცლებს დაწერს.
ყველაფრის მიუხედავად, ჟორჟი ბედნიერია, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ლიონის მაისურით გოლები გაიტანა. გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები და წავიდა, რათა მისი კლუბი გადაერჩინა.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები