გამოგვიწერეთ

ნაკრები

უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ – ვინჩენცო მონტელა

გააზიარეთ

4 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

შეხვედრას წინ უსწრებდა თურქეთის მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას კომენტარი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ქართველების პროგრესს მიაქცია.

„ჩვენთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი და იგი საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან ტარდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო პერიოდში აშკარა წინსვლა აჩვენა. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ისინი ახლა უფრო შეკრულ და უფრო ძლიერ შემადგენლობას ფლობენ. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სრული კონცენტრაცია, რათა სტარტზე შეცდომა არ დავუშვათ.

ვერ გეტყვით, შევძლებთ თუ არა საქართველოსთან იმდენივე გოლის გატანას, რამდენიც გერმანიაში მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე სწორედ იმაშია, რომ განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როცა შენი გუნდი უტევს და ბურთს კარში ამყოფებს.“ – განაცხადა მონტელამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები